ოპოზიციური პარტიების ლიდერებმა გაავრცელეს ინფორმაცია მათი მხარდამჭერების ოჯახის წევრებთან განხორციელდა გამაფრთხილებელი ზარების შესახებ.

ჯერ-ჯერობით დაზუსტებით არ ვიცით, ადგილი ჰქონდა ერთეულ შემთხვევებს, ერთეულ გადაცდომებსა თუ სისტემურ მიდგომას.

ოჯახის წევრებზე სამართალდამცავი სტრუქტურების წარმომადგენლების წნეხი მათი ოჯახის წევრების პოლიტიკური საქმიანობის გამო არის დაუშვებელი და ავტორიტარიზმისთვის დამახასიათებელი მიდგომა.

პანდემიის დროს პანდემიით გამოწვეული შეზღუდვების აღსრულება თითოეული მოქალაქის ინდივიდუალური ვალია საზოგადოების წინაშე, თუმცა ეს არ და ვერ გახდება პოლიტიკური თავისუფლებების შეზღუდვის საფუძველი ან მიზეზი, ასევე ვერ გაამართლებს პოლიტიკური პარტიების წევრების ოჯახებზე შესაძლო წნეხის მცდელობას.

იმედს ვიტოვებთ, რომ ადგილი ჰქონდა ერთეულ ხარვეზებსა და კონკრეტული პირების ინდივიდუალურ გადაცდომებს და არა სისტემურ მიდგომას, რაც დემოკრატიულობისა და პოლიტიკური თავისუფლებების უზრუნველყოფის კუთხით მნიშვნელოვანი უკანგადადგმული ნაბიჯი იქნებოდა.

მოვუწოდებთ ყველა შესაბამის სტრუქტურას, გამოიძიოს ოპოზიციური პარტიების ლიდერების მიერ გაჟღერებული ფაქტების შესახებ ინფორმაცია და სათანადო ზომები მიიღოს მომავალში ასეთი ქმედებების არდაშვებისა და პრევენციის მიზნით.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.