ევროპულ-ქართული ინსტიტუტი ეხმაურება დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის, 2020 წლის 13 მარტის განცხადებას საქართველოს მოხუცი თანამოქალქეებისადმი სოლიდარობის გამოცხადების თაობაზე.
საჭიროების შემთხვევაში, ჩვენ მზად ვართ ჩავერთოთ მოხალისეთა სამობილიზაციო საქმიანობასა და სამობილიზაციო კამპანიაში.
ჩვენ მზად ვართ, ჩვენი რესურსის ფარგლებში, გავუწიოთ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნულ ცენტრს ყველანაირი საჭირო დახმარება.
ჩვენ მოვუწოდებთ ჩვენს მხარდამჭერებსა და მეგობრებს, გამოიჩინონ სოლიდარობა და მხარი დაუჭირონ ჩვენს ასაკოვან მეზობლებს, ოჯახის წევრებსა და მეგობრებს.