ევროპულ-ქართული ინსტიტუტის განცხადება ზუგდიდში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით

ჩვენ უდიდესი წუხილით ვაკვირდებით სიტუაციას ზუგდიდში, სადაც ბანკის ძარცვისას ყაჩაღმა მძევლად 18 უდანაშაულო ადამიანი აიყვანა.

იმედი გვაქვს, რომ ეს სიტუაცია ძალიან მალე მშვიდობიანად დასრულდება და ყველა მძევალი უვნებლად დაუბრუნდება საკუთარ ოჯახებს.

ყაჩაღობისა და ტერორიზმის დროს ჩვენ სოლიდარობას ვუცხადებთ ყველა იმ ადამიანს, მათ შორის სამართალდამცავებს, რომლებიც იცავენ ჩვენს მოქალაქეებსა და ცდილობენ მძევლების განთავისუფლებას.

ჩვენ უდიდეს პატივს ვცემთ მედიასაშუალებებს, რომლებიც აშუქებენ სიტუაციას ზუგდიდში და ასრულებენ საკუთარ პროფესიონალურ მოვალეობას, ამავე დროს მოვუწოდებთ, რომ დაიცვან მაღალი ჟურნალისტური სტანდარტი, არ შეუშალონ ხელი სამართალდამცველების საქმიანობას და არ ჩააყენონ მძევლები დამატებით საფრთხეში.

ამავე დროს, ჩვენთვის კატეგორიულად მიუღებელია პოლიტიკური ლიდერების მცდელობები, რომ მოხდეს ამ სიტუაციის პოლიტიზება – ყაჩაღობისა და ტერორიზმის დროს თითოეული ჩვენგანი მხარში უნდა უდგეს იმ ადამიანებს, რომელთა სიცოცხლე დღეს საფრთხეშია.

ვიმედოვნებთ, რომ თითოეული მძევალი მალე დაუბრუნდება საკუთარ მეგობრებსა და ოჯახებს.

21 ოქტომბერი, 2020

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.