დღეიდან ევროპულ-ქართულმა ინსტიტუტმა (EGI) ჩაიბარა კოალიცია ინფორმაციის სანდოობისთვისთვის როტაციული თავმჯდომარეობა.

„კოალიცია ინფორმაციის სანდოობისთვის“ სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების არაფორმალური გაერთიანებაა, რომელიც მიზნად ისახავს დეზინფორმაციის გამოწვევების საპასუხოდ, საქართველოს მოსახლეობის მედეგობის განმტკიცებას დეზინფორმაციისა და ჰიბრიდული ომის პირისპირ.

ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების წინ მედეგობის განმტკიცებას დეზინფორმაციისა და ჰიბრიდული ომის პირისპირ უდიდესი მნიშვნელობა აქვს იმისთვის, რომ ამომრჩეველმა მოახერხოს თავისუფალი და გააზრებული არჩევანის გაკეთება.

ჩვენ სრულიად გვაქვს გააზრებული ჩვენი პასუხისმგებლობა, და მზად ვართ, კოალიციის წევრ ორგანიზაციებთან ერთად, ვიმუშავოთ არსებული გამოწვევების დასაძლევად საქართველოს ევროპული მომავლის დასაცავად.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.