29 ნოემბერს, ევროპულ-ქართული ინსტიტუტის თავმჯდომარე გიორგი მელაშვილმა, ევროპულ-ქართული ინსტიტუტის სახელით, ბრიუსელში ELF-ის სათაო ოფისში ორგანიზაციის სრულუფლებიანი წევრობის შესახებ განაცხადი შეიტანა.

ELF-ის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელთან, ანტონიოს ნესტორასთან შეხვედრისას ხაზი გაესვა საქართველოს ევროპული ინტეგრაციის აუცილებლობას, ასევე ევროკავშირსა და საქართველოს შორის ურთიერთობების გაღრმავების მნიშვნელობას.

მზარდი ინტეგრაცია და თანამშრომლობა აუცილებელია საქართველოსა და შავი ზღვის რეგიონის ევროპული და ლიბერალური განვითარებისა და უფრო ძლიერი ევროპისთვის.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.