2020 წლის 20 მარტს, 19:00 საათზე, ჩვენ ჩავატარებთ EGI პოლიტიკური კომპასის Facebook live პრეზენტაციას.
EGI კომპასი არის პოლიტიკური კომპასის ტესტი, რომლის მთავარი მიზანი არის ადამიანის დამოკიდებულების შეფასება ხუთ საბაზისო ღერძთან მიმართებაში და ამ დამოკიდებულებაზე დაყრდნობით ადამიანის ადგილის დადგენა პოლიტიკურ კომპასზე.
პრეზენტაციის დროს ჩვენ ვისაუბრებთ კომპასის მეთოდოლოგიაზე, მის თავისებურებებს, განვიხილავთ კითხვების მეთოდოლოგიაზე, ასევე ლაივ რეჟიმში ვუპასუხებთ ყველა შესაძლო შეკითხვას.
ჩვენ ყურადღებით ვაკვირდებით საქართველოსა და მსოფლიოში არსებულ ეპიდემიოლოგიურ სიტუაციას. იქიდან გამომდინარე, რომ სამოქალაქო პასუხისმგებლობა და სოლიდარობა ჩვენი ორგანიზაციის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფასეულობაა, ახალი კორონავირუსის – COVID 2019-ის მიერ – გამოწვეული სიტუაციიდან გამომდინარე, ჯანმრთელობის დაცვის ექსპერტების რეკომენდაციით, ვირუსის შესაძლო გავრცელების პრევენციის მიზნით, ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ გადავიტანოთ EGI პოლიტიკური კომპასის პრეზენტაცია ვირტუალურ სივრცეში.