ევროპულ-ქართული ინსტიტუტი (EGI), გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება (GIZ) და საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო აცხადებენ სასტიპენდიო პროგრამას რეგიონებში მცხოვრები და ადგილობრივი თვითმმართველობით დაინტერესებული ახალგაზრდებისთვის, რომლის ფარგლებშიც შერჩეული აპლიკანტები გაივლიან ერთთვიან პრაქტიკას ადგილობრივი მუნიციპალიტეტის მერიაში, მიიღებენ ანაზღაურებას და EGI/GIZ-ის გუნდთან იმუშავებენ ადგილობრივი მუნიციპალიტეტის კვლევის დოკუმენტზე.
სასტიპენდიო პროგრამა წელს შვიდ მუნიციპალიტეტში ცხადდება: თელავი, გორი, ქარელი, საჩხერე, ჭიათურა, ქედა და ზუგდიდი.
თითოეულ მუნიციპალიტეტში ღია კონკურსის საფუძველზე შეირჩევა ორი სტიპენდიატი, რომელიც ერთი თვის განმავლობაში იმუშავებს მუნიციპალიტეტის მერიაში და ჩაატარებს კვლევას თანამონაწილეობის საკითხებზე.
სასტიპენდიო პროგრამისათვის მონაწილეთა შერჩევის ეტეპზე პრიორიტეტი მიენიჭებათ:
- აპლიკანტებს რომლებიც ცხოვრობენ მათ მიერ შერჩეულ მუნიციპალიტეტში
- აპლიკანტებს რომლების სწავლობენ ან დამთავრებული აქვთ საჯარო მმართველობის საბაკალავრო ან სამაგისტრო პროგრამები.
პროექტი წელს მეორედ ტარდება – გასულ წლის გორის სტიპენდიატი, ალექსანდრე ბიძინაშვილი, იხსენებს:
ევროპულ-ქართული ინსტიტუტი არის წამყვანი არასამთავრობო ორგანიზაცია საქართველოში, რომელიც დემოკრატიის გაძლიერების, კანონის უზენაესობის ხელშეწყობისა და ახალგაზრდების საზოგადოებრივ და პოლიტიკურ პროცესებში ჩართვის მიმართულებით მუშაობს.
2020 წლის პირველი აპრილიდან GIZ-მა დაიწყო ახალ პროგრამის განხორციელება – „კარგი მმართველობა ადგილობრივი განვითარებისთვის სამხრეთ კავკასიაში“. საქართველოს რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტროსა და ფინანსთა სამინისტროსთან სტრატეგიული თანამშრომლობით, პროგრამა ხელს უწყობს მოქალაქეზე ორიენტირებული ადგილობრივი თვითმმართველობისა და რეგიონული განვითარების სფეროების რეფორმირების პროცესს.
აპლიკაცია
აპლიკაციის გაგზავნის დედლაინი 2020 წლის 17 ივლისი, 23:59.
სასტიპენდიო კონკურსში მონაწილეობის მისაღებად შეავსეთ აპლიკაცია.
თუ აპლიკაცია არ იხსნება, ჩააკოპირეთ ეს ლინკი თქვენს ბრაუზერში: https://docs.google.com/forms/d/e/1FAIpQLSfBo-Se1DGoAsGbhp4RoXWnxbElhCwemqYNS7z8szwpTl7oGA/viewform
ხშირად დასმული შეკითხვები
კითხვა: როდის უნდა გავიარო პრაქტიკა (როდის ჩატარდება პროექტი)?
პასუხი: 2020 წლის ივლისი – აგვისტოში.
კითხვა: ვის შეუძლია აპლიკაციის შევსება?
პასუხი: ნებისმიერ ახალგაზრდას, რომელიც ამჟამად სწავლობს ბაკალავრის/მაგისტრის საფეხურზე ან დაასრულა სწავლა გასული ორი წლის განმავლობაში და გააჩნია მტკიცე კავშირი სამიზნე მუნიციპალიტეტთან.
კითხვა: რამდენ სტიპენდიატს შეარჩევთ?
პასუხი: თითოეულ მუნიციპალიტეტში – ორს.
კითხვა: ხელფასი რამდენი მექნება?
პასუხი: ხელზე სტიპენდიატები 2000 ლარს მიიღებენ.
კითხვა: ზუსტად რა უნდა გავაკეთო?
პასუხი: გაიაროთ პრაქტიკა მუნიციპალიტეტის მერიაში და იმუშავოთ ჩვენს მიერ მიწოდებულ საკვლევ საკითხზე. დეტალურ ინფორმაციას შერჩეულ აპლიკანტებს გავაცნობთ.
კითხვა: როდის მექნება პასუხი?
პასუხი: ჩვენ ვეცდებით, რომ პასუხები 20 ივლისის კვირას (20-დან 27 ივლისამდე) დავაგზავნოთ.
კითხვა: უარის მეილსაც მივიღებ?
პასუხი: დიახ.
კითხვა: გავიზარდე პროექტის ერთ-ერთ სამიზნე მუნიციპალიტეტში, მაგრამ ახლა თბილისში ვსწავლობ. შემიძლია თუ არა მონაწილეობის მიღება პროექტში?
პასუხი: რა თქმა უნდა.
კითხვა: საცხოვრებელს გამომიყოფთ?
პასუხი: არა. პროექტი გათვლილია ადამიანებზე, რომლებიც ცხოვრობენ ერთ-ერთ სამიზნე მუნიციპალიტეტში და სურთ მისი და მასში მცხოვრები ადამიანების ცხოვრების გაუმჯობესება.
კითხვა: სერტიფიკატს მომცემთ?
პასუხი: რა თქმა უნდა.
კითხვა: სერტიფიკატი ორენოვანია მომცემთ?
პასუხი: დიახ.
კითხვა: CV გავაგზავნე. მიიღეთ?
პასუხი: CV-ის მიღებას დავადასტურებთ, თუმცა ამისთვის შესაძლებელია რამდენიმე სამუშაო დღე დაგვჭირდეს.
კითხვა: კითხვა მაქვს. რა ვქნა?
პასუხი: 6 ივლისის კვირაში ჩვენ ვგეგმავთ კითხვა-პასუხის სესიას, რომლის შესახებ დეტალური ინფორმაცია ევროპულ-ქართული ინსტიტუტის ფეისბუქ გვერდზე გამოქვეყნდება. თუ გექნებათ შეკითხვა, რომელზეც პასუხი ამ გვერდზე ვერ მოიძიეთ, მოგვწერეთ giz-stipendia@egi.ge-ზე და subject-ად აუცილებლად მიუთითეთ „ შეკითხვა სტიპენდიასთან დაკავშირებით “.
გამარჯობათ
ხობის რაიონში ვხცოვრობ და არ შემიძლიაა პროექტში მონაწილეობა?
გამარჯობა, პროექტი ხორციელდება მხოლოდ სამიზნე მუნიციპალიტეტებში.
ძალიან კარგი იქნება თუ სხვა მუნიციპალიტეტებშიც გავრცელდება აღნიშნული პროექტი
მადლობა, მომავალში ვეცდებით.
მეორე კურს ვამთავრებ და მაინც მეორე კურსი მიუთითო აპლიკაციაში?
გამარჯობა, შეგიძლიათ მიუთითოთ როგორც მეორე, ასევე მესამე კურსი.
უნივერსიტეტის სასწავლო პრაქტიკის მიზნით, გორის მუნიციპალიტეტის მერიის რამდენიმე სამსახურში გავიარე ადრე სასწავლო პრაქტიკა, რომელიც მჭირდებოდა უნივერსიტეტში დასაცავად. მაინტერესებს ახლა აღარ შემიძლია ამ საკვლევ სასტიპენდიო პროგრამაში მონაწილეობის მიღება?
გამარჯობა, სხვა პერიოდში გავლილი სტაჟირება არ არის პროექტში მონაწილეობის შემაფერხებელი/შემზღუდველი ფაქტორი.
მე 12 კლასის მოსწავლევარ და არშემიძლიაა მონაწილეობა მივიღოო?
სამწუხაროდ, სკოლისა და დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებს პროექტში მონაწილეობის მიღება არ შეუძლიათ.
მე 12 კლასის მოსწავლევარ და არშემიძლიაა მონაწილეობა მივიღოო ამ პროგრამშიიი?
სამწუხაროდ, სკოლისა და დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებს პროექტში მონაწილეობის მიღება არ შეუძლიათ.
აღნიშნული პროექტის განხორციელება თუ იგეგმება სხვა მუნიციპალიტეტებშიც
წელს პროექტი ჩატარდება მხოლოდ შემდეგ მუნიციპალიტეტებში: თელავი, გორი, ქარელი, საჩხერე, ჭიათურა, ქედა და ზუგდიდი
გამარჯობა, აპლიკაციის შევსებისას ერთ-ერთი გრაფაა, სადაც უნდა ჩაიწეროს კურსი, მაგრამ მე დამთავრებული მაქვს უნივერსიტეტი და ამ შემთხვევაში რა უნდა გავაკეთო?
გამარჯობა, ჩაწერეთ 4
გამარჯობა, უნივერსიტეტის სასწავლო პრაქტიკის მიზნით, გორის მუნიციპალიტეტის მერიის რამდენიმე სამსახურში გავიარე ადრე სასწავლო პრაქტიკა, რომელიც მჭირდებოდა უნივერსიტეტში დასაცავად. მაინტერესებს ახლა აღარ შემიძლია ამ საკვლევ სასტიპენდიო პროგრამაში მონაწილეობის მიღება?
გამარჯობა, სხვა პერიოდში გავლილი სტაჟირება არ არის პროექტში მონაწილეობის შემაფერხებელი/შემზღუდველი ფაქტორი.
უნივერსიტეტის სასწავლო პრაქტიკის მიზნით, გორის მუნიციპალიტეტის მერიის რამდენიმე სამსახურში გავიარე ადრე სასწავლო პრაქტიკა, რომელიც მჭირდებოდა უნივერსიტეტში დასაცავად. მაინტერესებს ახლა აღარ შემიძლია ამ საკვლევ სასტიპენდიო პროგრამაში მონაწილეობის მიღება?
გამარჯობა, სხვა პერიოდში გავლილი სტაჟირება არ არის პროექტში მონაწილეობის შემაფერხებელი/შემზღუდველი ფაქტორი.
გამარჯობა
საჯარო მმართველობაზე სწავლების დროს შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტიდან სამთვიანი სტაჟირება მაქვს გავლილი მერიის რამდენიმე სამმსახურში, რომელიც მჭირდებოდა სასწავლო პრაქტიკის კრედიტებში.
მაინტერესებს, ახლა შემიძლია თუ არა ამ სასტიპენდიო პროგრამაში მონაწილეობის მიღება? ((
იქნებ მიპასუხოთ
გამარჯობა, სხვა პერიოდში გავლილი სტაჟირება არ არის პროექტში მონაწილეობის შემაფერხებელი/შემზღუდველი ფაქტორი.
გამარჯობა 12 კლასელივარ და არშემიძლია ამ პროგრამაში მონაწილეობის მირებაა??
გამარჯობა, სამწუხაროდ ამ ეტაპზე პროექტში მონაწილეობა მხოლოდ მოქმედ სტუდენტებს/კურსდამთავრებულებს შეუძლია.
გამარჯობა 12 კლასელივარ და არშემიძლია ამ პროგრამაში მონაწილეობის მიღებაა??ვცხოვრობ ზუგდიდში
გამარჯობა, სამწუხაროდ ამ ეტაპზე პროექტში მონაწილეობა მხოლოდ მოქმედ სტუდენტებს/კურსდამთავრებულებს შეუძლია.
გამარჯობა 12 კლასელივარ და არშემიძლია ამ პროგრამაში მონაწილეობის მიღებაა??ვცხოვრობ ზუგდიდში.და ვარ 17 წლის..თუშესაძლებელია მეც თანახმა ვარ…
გამარჯობა, სამწუხაროდ ამ ეტაპზე პროექტში მონაწილეობა მხოლოდ მოქმედ სტუდენტებს/კურსდამთავრებულებს შეუძლია.