EGI SEOM ალეკო ელისაშვილის პარტიის დამფუძნებელ ყრილობაზე

*EGI SEOM - Europe-Georgia Institute Special Election Observation Mission

დღეს ევროპულ-ქართული ინსტიტუტის საარჩევნო მონიტორინგის მუდმივმოქმედი მისიის წარმომადგენლები დაესწრნენ ალეკო ელისაშვილის პარტიის დამფუძნებელ ყრილობას.

მისასალმებელია პარტიის ხელმძღვანელობის გადაწყვეტილება, კანონმდებლობით სავალდებულო ღონისძიების სოციალური დისტანცირების რეკომენდაციების გათვალისწინებით სუფთა ჰაერზე ჩატარების მცდელობა.

ასევე მისასალმებელია ახლადშექმნილი პარტიისა და მისი ხელმძღვანელი პირების გადაწყვეტილება, შეწყვიტონ ის მავნებლური პრაქტიკა, როდესაც წარსულში პარტიების ყრილობისა თუ არჩევნებში მონაწილეობისთვის ხელმოწერების შეგროვების ნაცვლად ხდებოდა ე.წ. ბაზიდან ხელმოწერების გაყალბება, რისი არაერთი მაგალითი გვახსოვს.

EGI მონიტორები აკვირდებოდნენ პარტიის დამფუძნებელი ყრილობისას ხელმოწერის პროცესს და მისი გამჭვირვალეობა და ხელმოწერების ავთენტურობა კითხვებს არ ბადებს.

ჩვენი მონიტორინგის შეფასებიდან გამომდინარე, ჩვენ რეკომენდაციით მივმართავთ საქართველოს იუსტიციის სამინისტროსა და გადაწყვეტილების მიმღებ ყველა ორგანოს, დადებითად გადაწყვიტონ ალეკო ელისაშვილის პარტიის დაფუძნების საკითხი.

ევროპულ-ქართული ინსტიტუტი ასევე მიმართავს 2020 წლის საარჩევნო პროცესის მონაწილეებს, წინასწარ შეგვატყობინონ საკუთარი პარტიების აქტივობების შესახებ, რათა ერთად უზრუნველვყოთ 2020 წელს გამჭივრვალე და კონკურენტული საარჩევნო გარემო.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.