29-30 სექტემბერს ევროპულ-ქართული ინსტიტუტის, ფრიდრის ნაუმანის ფონდი – თავისუფლებისთვის სამხრეთ კავკასიის ოფისისა და სტრატეგიული დიალოგის ცენტრის ორგანიზებით თბილისში შავი ზღვის რეგიონის მომავლის კონფერენცია გაიმართა, რომელიც ორი დღე გაგრძელდა. პირველ დღეს საერთაშორისო და ადგილობრივმა ექსპერტებმა მიმოიხილეს შავი ზღვის რეგიონის გამოწვევები და პერსპექტივები, ხოლო მეორე დღეს კონფერენციის მენტორობის პროგრამის მონაწილე ახალგაზრდა მკვლევარებმა წარადგინეს საკუთარი ნაშრომების თემები. გარდა ამისა, მეორე დღეს გაიმართა ონლაინ ინტერვიუ საქართველოში აშშ-ის ყოფილ ელჩთან – იან კელისთან.

პირველ დღეს კონფერენციის მონაწილე ადგილობრივმა და საერთაშორისო ექსპერტებმა მიმოიხილეს შავი ზღვის რეგიონის ქვეყნების გამოწვევები და პერსპექტივები. წარმოდგენილი იყო შემდეგი ოთხი პანელი:

ევროკავშრისა და ნატოს პოლიტიკა რეგიონში – 

  • გიორგი მელაშვილი (მოდერატორი, საქართველო)
  • ჯონ დიპირო (აშშ)
  • რომან იაკიჩი (სლოვენია)
  • უილიამ თაუნსენდი (დიდი ბრიტანეთი)
  • მარტინ ანგები (შვედეთი)
  • ტონი ვან დერ თოგთი (ნიდერლანდები)

IRI საქართველოს ოფისის ხელმძღვანელმა, ჯონ დიპირომ საუბარი  საქართველოს დემოკრატიულ განვითარებაზე დაიწყო და ყურადღება მოქალაქის, როგორც დემოკრატიის ქვაკუთხედის, მნიშვნელობაზე გაამახვილა. გარდა ამისა, მან ისაუბრა შავი ზღვის რეგიონის იმ ქვეყნებს შორის ურთიერთობების განმტკიცების მნიშვნელობაზე, რომელთაც ბევრი რამ აქვთ საერთო.

ლიბერალური ინტერნაციონალის გენერალურმა მდივანმა ვილიამ თაუნდსენდმა დისკუსია საერთაშორისო და რეგიონულ დონეზე ლიბერალების გაძლიერების კუთხით გააგრძელა. მან ყურადღება გაამახვილა გერმანიის თავისუფალი დემოკრატების წარმატებაზე, როგორც ინსპირაციაზე სხვა ლიბერალებისთვის. მან ასევე ხაზი გაუსვა კომპრომისის იდეის მნიშვნელობას და განაცხადა, რომ 2 ოქტომბრის არჩევნებს დასავლეთი აკვირდება და მხედველობაში მიიღებს ორივე მხარის მიდგომებსა და ქმედებებს.

შვედეთის საერთაშორისო ლიბერალური ცენტრის დირექტორმა მარტინ ანგებიმ ხაზი გაუსვა ინკლუზიურობის მნიშვნელობას დემოკრატიის ჭრილში, მან ისაუბრა ასევე თანასწორობის არსსა და მნიშვნელობაზეც, განსაკუთებით პოლიტიკაში გენდერული თანასწორობის კუთხით.

ნიდერლანდების კლინგენდელის ინსტიტუტის მკვლევარმი ტონი ვან დერ თოგთი შეეხო ევროკავშირში ასოცირების ტრიოს ქვეყნების – საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის ინტეგრაციის თემას. მან აღნიშნა, რომ მიუხედავად აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს შორის ლიდერობისა, ამ სამ ქვეყანას გასაკეთებელი კიდევ ძალიან ბევრი აქვს და რომ ჯერჯერობით წევრობაზე საუბარი ნაადრევია. მისი თქმით, არ ღირს გადაჭარბებული მოლოდინების შექმნა, რომ შესაძლოა სრულფასოვანმა ინტეგრაციამ ერთი თაობა მაინც გასტანოს. მან ასევე ყურადღება გაამახვილა ღირებულებით თანხვედრაზე ევროკავშირთან. ტონი ვან დერ თოგთმა აღნიშნა, რომ ინტეგრაციის კუთხით კიდევ ძალიან ბევრი რამის გაკეთება შეიძლება უკვე არსებული ინსტრუმენტების გამოყენებითაც.

სლოვენიის თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა რომან იაკიჩმა ისაუბრა სლოვენიის, როგორც პატარა ქვეყნის მაგალითზე, რომელმაც შეძლო ევრო-ატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაცია.

კითხვა-პასუხის სესია ძირითადად შეეხო ისეთ თემებს, როგორიცაა შავი ზღვის რეგიონის მნიშვნელობა დასავლეთისთვის და ის გზები, რომლებითაც შესაძლოა ეს რეგიონი კიდევ უფრო დიდი ყურადღების ქვეშ მოექცეს.

 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.