ევროპულ-ქართულ ინსტიტუტი და სტრატეგიული დიალოგის ცენტრი, ფრიდრიხ ნაუმანის ფონდი – თავისუფლებისთვის სამხრეთ კავკასიის ოფისთან ერთად, ვიწყებთ შავი ზღვის რეგიონის მომავლის კონფერენციის – Future of the Black Sea Region Conference (FLEECE) წინარე აქტივობის, ე.წ fellowship-ის მონაწილეების შერჩევას.
პროექტის შერჩეული მონაწილეები:

  1. მოუსმენენ საინტერესო სპიკერებს;
  2. შექმნიან ჯგუფურ opinion paper-ს მათთვის საინტერესო თემაზე, რომელიც გამოქვეყნდება და მენტორები დაუწერენ რეცენზიას – ანუ შეიქმნება ექსპერტის მიერ შეფასებული (Expert reviewed) ნაშრომი;
  3. მონაწილეობას მიიღებენ კონფერენციაში [კონფერენციის ჩატარების ადგილი, სავარაუდოდ, ქალაქი ბათუმი {დამოკიდებულია პანდემიურ ვითარებაზე} ] (თავად შეხვედრები შეხვედრები ჩატარდება თბილისში).

კურსის სპიკერები:

👉 ლაშა ძებისაშვილი – უსაფრთხოების პოლიტიკა საქართველოში: სამომავლო პერსპექტივა;
👉 გია ჯაფარიძე – რეგიონალური პოლიტიკური ტრენდები – საქართველოს გამოწვევები და შესაძლებლობები;
👉 გიორგი გობრონიძე – რუსეთი შავი ზღვის რეგიონში: გამოწვევები და შესაძლებლობები;
👉 პაატა გიგაური – საქართველოს სამხედრო სისტემა: წარსული, აწმყო და მომავალი;
👉 გიორგი მელაშვილი – სახელმწიფო და ძალაუფლების წყაროები შავი ზღვის რეგიონში;
👉 თენგიზ ფხალაძე – საქართველოს როლი გლობალურ კონტექსტში
👉 თეონა აქუბარდია – საქართველო გლობალური ჰიბრიდული გამოწვევების პირისპირ – სამომავლო პერსპექტივები;
👉 თინათინ ქაროსანიძე – ტერორიზმის საფრთხეები და საქართველო
👉 შამილ შუგაევი – შავი ზღვის რეგიონი და ჩრდილოეთ კავკასია;

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.