18-20 ივნისს გაიმართა პროექტ You-Lead-ის კიდევ ერთი გასვლა ქალაქგარეთ ბორჯომში.

პროექტი ხორციელდება საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი საქართველო – IRI Georgia-ს ორგანიზებით ევროპულ-ქართულ ინსტიტუტთან ერთად თანამშრომლობით.

აქტივობის ფარგლებში გაიმართა რამდენიმე შეხვედრა და მონაწილეებმა შეასრულეს პრაქტიკული სავარჯიშო.

18 ივნისს საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის წარომადგენელი – ნინო რუსიძე მონაწილეებს ესაუბრა არასახელმწიფო აქტორების როლზე პოლიტიკაში. ამავე დღეს IRI-ის კიდევ ერთმა თანამშრომელმა – ლადო რაზმაძემ განიხილა ის ძირითადი თეორიულ ასპექტები, რომლებიც მომხსენებელმა უნდა გაითვალისწინოს კამერასთან მუშაობისას.

19 ივნისს მონაწილეებმა შეასრულეს პრაქტიკული სამუშაო – ჩაწერეს 1 წუთიანი მიმართვები, სადაც საუბრობდნენ მათ მიერ არჩეულ თემაზე, შემდგომ კი ამ ვიდეოების განხილვის შედეგად საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტისა და ევროპულ-ქართული ინსტიტუტის წარმომადგენლებმა მონაწილეებს მისცეს უკუკავშირი მათ გამოსვლებში არსებულ სხვადასხვა ტექნიკურ ასპექტთან დაკავშირებით. 19 ივნისი დატვირთული გამოდგა თეორიულადაც. ლადო რაზმაძემ მიმოიხილა საზოგადოებრივი აზრის კვლევის პრინციპები, ხოლო ნინო ლოლაძემ ისაუბრა თვითმართველობასთან დაკავშირებულ საკითხებზე.

20 ივნისს მონაწილეებს ჰქონდათ კიდევ ორი შეხვედრა. გიორგი კეპულაძემ მათ გააცნო ეკონომიკური საკითხი, რომელიც ეხებოდა საქართველოს კონკურენტულ უპირატესობას, საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის წარმომადგენელმა – დავით შერვაშიძემ კი განიხილა დებატების საფუძვლები.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.